ილია ელოშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩს შეხვდა

28/09/2017

,,ასპენის ენერგეტიკული სამიტის” ფარგლებში ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო სტრატეგიული პარტნიორია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მონაწილეობაზე. ხაზი გაესვა რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას

Tweet about this on TwitterShare on Facebook0