საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა

26/09/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშო სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
პირველი საკითხი რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წელსა და 2017 წლის 1 ივნისამდე გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას ეხებოდა.
ამავე კომისიის სხომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წელსა და 2017 წლის 1 ივნისამდე გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიას“ მიერ 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები მოისმინეს და ამასთანავე, ჩუღურეთის, ვაკისა და მთაწმინდის რაიონული გამგეობების მიერ 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0