საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი განიხილეს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ ცვლილება ნომერი ორი“
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ცვლილება ნომერი ორი“
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ორი“
დოკუმენტები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი ცვლილება ნომერი ორი ითვალისწინებს USAID-ის მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას დაახლოებით 5,6 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რომლის შედეგადაც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა დაახლოებით 30,7 მლნ. აშშ დოლარი გახდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტი განიხილეს
20/09/2017