გიორგი ალიბეგაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ქარცივაძე საქართველოში ავსტრიის ელჩს არად ბენკოს შეხვდნენ, რომელმაც ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური საზოგადოების შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კულტურული, ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
გიორგი ალიბეგაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
20/09/2017