პარლამენტში ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს

14/09/2017

ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის (UNCTAD), კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის ფილიალის ხელმძღვანელს, ტერეზა მორეირას, მასპინძლობდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდამჭერი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ, კონკურენციის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და იმ როლზე, რაც შესაბამის სააგენტოს უნდა ენიჭებოდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0