ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას.
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ძინ ჭაოს შეხვდა.
ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცე-პრემიერს მიულოცა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა, რაც როგორც შეხვედრაზე აღინიშნა არა მხოლოდ საქართველოს არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, იგი ბედნიერია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – ჩინეთში და მის ულამაზეს ქალაქ ჩენგდუში.
ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას
14/09/2017