სოფელ ოზურგეთი-გურიანთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება

13/09/2017

სრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთი-გურიანთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ დაათვალიერეს.
სოფელ ოზურგეთი – გურიანთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. წელს სრულდება სამუშაოების მე-2 ეტაპი.
2 კმ. და 560 მ. სიგრძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით სიჭინავა ასრულებს.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2 მილიონ 98 000 ლარს.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლების: შემოქმედი-ბოხვაური-გაღმა დვაბზუს, ნაგომრის და ვაკიჯვარი-ფამფალეთის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0