ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე დაესწრო. ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებაში მძიმე პათოლოგიებით თანდაყოლილი პაციენტები მკურნალობენ. მათ ადგილზე ფსიქოთერაპიული და რეაბილიტაციული მკურნალობა უტარდებათ. ანი ჩხაიძე განყოფილების ფსიქო-სოციალურ სამსახურს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებისთვის ანი ჩხაიძის სახელის მინიჭება კლინიკის საიუბილეო თარიღს დაემთხვა. ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა მრავალპროფილიანი პედიატრიული კლინიკა 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ადგილზე რეანიმაციის, ანესთეზიოლოგიის, ნეონატოლოგიის, პედიატრიის, ბავშვთა ქირურგიის, გადაუდებელი მედიცინის, ამბულატორიისა და ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებები მოქმედებს.
ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა
13/09/2017