აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ლანჩხუთში დამატებით 2 მანაქანა ჩავიდა

09/09/2017

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ლანჩხუთში დამატებით 2 მანაქანა დღეს დილით ჩავიდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 აგრეგატი მუშაობს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთი მანქანა დაემატება ლანჩხუთს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0