პროფესიული განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან – იოჰან შნაიდერ ამანთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში საქართველოსთან წარმატებულ პარტნიორობას, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და აღინიშნა, რომ იგეგმება თანამშრომლობის განახლება სამხრეთ კავკასიის სტრატეგია 2017-2010 ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების მოდერნიზებას ისახავს მიზნად.
პროფესიული განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
29/08/2017