ტყიბულში მეშახტეთა პროფესიული დღე აღინიშნა

28/08/2017

მეშახტის დღის აღნიშვნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში კონცერტით დაიწყო, მოგვიანებით კი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის შემოსასვლელში მეშხტეთა შრომის დიდების მემორიალის მშენებლობის კურთხევას დაესწრო. მემორიალი ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ ( შალამბერიძე) აკურთხა.
მეშახტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში , ასევე გაიმართა გელათის ქუჩაზე მდებარე №1 საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა, რომლის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა შიდა ინტერიერი, გკეთდა გათბობა, ვენტილაცია, კეთილმოწყო ეზო და დამონტაჟდა ატრაქციონები. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული და მისი საერთო ღირებულება 742 000 ლარს შეადგენს. ბაღი სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით. 100 აღსაზრდელზე გათვლილი 4 ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს თანამედროვე შენობით შეხვდება.
მეშახტის დღის კულმინაცია, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ჩვენი ქალაქის მკვიდრის, ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაის სახელობის სკვერის საზეიმო გახსნა იყო, რომელსაც დიდი მაესტროს მეუღლე ლუიზა კობალაძე, ანსამბლ ,,ივერიის“ წევრები და ნოდიკო ტატიშვილი დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას მეშახტის დღე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მიულოცა, რომელმაც სკვერი გრიგოლ დალაქიშვილთან და ლუიზა კობალაძესთან ერთად გახსნა. ანსამბლ ,,ივერიის“ წევრებმა და ნოდიკო ტატიშვილმა ტყიბულელი მსმენელისათვის ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებიდან ცნობილი სიმღერები შეასრულეს.
ალექსანდრე ბასილაიას სახელობის სკვერი მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის ინიციატივით გაკეთდა და მისი კეთილმოწყობა ძირითადათ ქველმოქმედებითა და კერძო შემოწირულობებით განხიორციელდა. სკვერში, დიდი მაესტროს პატივსაცემად ნუგზარ ერგემლიძის ესკიზის შესაბამისად, ლითონის კონსტრუქციისგან დამზადებული სკულპტურული კომპოზიცია, როიალი დაიდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0