სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 207 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 58 ბიზნესოპერატორი; სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 106 ნიმუში; დოკუმენტურად შემოწმდა 160 ობიექტი (24 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები, საკონდიტრო.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 59 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 15 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: აგრარულ ბაზარს, საშაურმეს, წისქვილს, პურისა და პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს: ი/მ „ლევან კახიძე“; ი/მ „ლევან ქუბრიაშვილი“; შპს „ჰენჯაბ რესტორანი“-(„ტანტუნი ქაბაბი“); შპს „დავითი“-(„დავითი); შპს „ციცი“; შპს „მზე“; შპს“კავკასია“; ი/მ „სოფიკო ჭუმბურიძე“; ი/მ „გამლეტ მანასიანი“ –(„პატარა ჭილიკა“); შპს „ვარკეთილი 95“ („ჩილიკას დუქანი“); შპს „რუსთაველი 2017“ (რესტორანი „რუსთაველი“ აჭარა); შპს „პურის სახლი“ (სამეგრელო); ი.მ. ამირან წიქაძე (იმერეთი); შპს „ლატე“ (შიდა ქართლი); შპს „თელავის აგრარული ბაზარი“ (კახეთი). ღნიშნული ობიექტებიდან სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინა ბიზნესოპერატორების უმეტესობამ და 10 მათგანს უკვე აღუდგა საწარმოო პროცესი. საქმიანობა კვლავ შეჩერებული აქვს 5 ობიექტს: ი.მ „ლევან კახიძე“, შპს „ჰენჯაბ რესტორანი“ („ტანტუნი ქაბაბი“), ი/მ „სოფიკო ჭუმბურიძე“; შპს „თელავის აგრარული ბაზარი“ (კახეთი), შპს „რუსთაველი 2017“ (რესტორანი „რუსთაველი“).
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს
24/08/2017