თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

24/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი.
როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული მემორანდუმი ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი “თბილისი” საკრებულოს ეგიდით მესამე წელია ტარდება და იგი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი შემოქმედის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა კონკურსის “თბილისი” მნიშვნელობაზე, მიღწევებზე და მასშტაბების ზრდაზე ისაუბრეს. მათი თქმით, კონკურსს თავისი ნიშა აქვს სახელოვნებო და სალიტერატურო სივრცეში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც პოპულარულია.
მემორანდუმის გაფორმებას ეროვნული ბიბლიოთეკის, ასევე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წარმომადგენლები, საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე და კონკურსის ,,თბილისი“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, მწერალი ირაკლი შამათავა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0