ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

22/08/2017

ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შენობის პირველ და მეორე სართულზე გამოიცვალა კარ-ფანჯარა და გარემონტდა კოლიდორი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა პედაგოგთა ოთახს. დასრულებული სამუშაოები დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ სარალიძემ სახელოვნებო სკოლის ხელმძვანელთან ერთად დაათვალიერა. კახა ჯამბურიას თქმით, შენობის სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტი მომავალ წელს გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0