აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადასცა. 2013 წლიდან დღემდე აჭარაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 447 ოჯახი; აჭარის მთავრობის პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე სულ 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით; აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2013 წლიდან სულ 11 სოციალური სახლის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა.
ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა
18/08/2017