სწორედ გიორგი ანწუხელიძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ

18/08/2017

დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გმირის, გაუტეხავი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართული სულის სიმბოლოს – გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სწორედ ასეთი გმირების მხრებზე იდგა. სწორედ გიორგი ანწუხელიძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ. 23 წლის სერჟანტმა 2008 წლის აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ – სასტიკი წამების მიუხედავად, არ გატყდა და მტერს ქედი არ მოუხარა.
გიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0