თამარის დასახლების სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

15/08/2017

სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ბათუმში, თამარის დასახლების №17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობის ეზოში. აღნიშნული ღონისძიებები ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსი” ასრულებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0