ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი ჭადრაკში უკვე მეორედ მსოფლიო ჩემპიონმა მერი არაბიძემ აიღო

14/08/2017

ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი ჭადრაკში უკვე მეორედ მსოფლიო ჩემპიონმა მერი არაბიძემ აიღო. ტრადიციულ საჭადრაკო ტურნირში „ჯემალ მახათაძის მემორიალი“, მერი არაბიძე (დახურულ ტურში) ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესა და სხვა ცნობილ მოჭადრაკეებთან ერთად იღებდა მონაწილეობას. ტურნირს უკვე მესამედ უმასპინძლა ზესტაფონმა. 2017 წლის გათამაშებაში 100 – ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ტურნირზე მასტერკლასი და თამაშის სეანსები გამართა ცნობილმა მოჭადრაკემ ნანა იოსელიანმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ყველა მათგანმა სიგელები და ფულადი პრიზები მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიაში მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულოს დეპუტატი მანანა ცქიტიშვილიც იღებდა მონაწილეობას. დაჯილდოვების ცერემონიის მიმდინარეობისას, ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ აბესაძემ 80 წლის იუბილე მიულოცა საჭადრაკო სკოლის მწვრთნელს გურამ თურქაძეს. საიუბილეო თარიღი გურამ თურქაძეს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემაც მიულოცა. ტურნირზე რამდენიმე ნომინაცია იყო დაწესებული, მათ შორის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაცია. სამი საპრიზო ადგილი აღნიშნულ ნომინაციაში გორის, ქუთაისისა და თერჯოლის მწვრთნელებს მიენიჭათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0