აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, – „ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა ამ საერთო ტრაგედიიდან, რომელსაც ჰქვია საომარი მოქმედებები აფხაზეთში. სამწუხაროდ ძმათა შორის ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო მოხდა და შეეწირა უამრავი ადამიანი, იქნებოდა ეს სამხედრო მოსამსახურე თუ უბრალო მოქალაქე. ცხადია ბევრი რამის შეფასება შეიძლება ამდენი წლის შემდგომ, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ ამ ომის, ამ საერთო ტრაგედიის მთავრი მაპროვოცირებელი იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც ახლაც ყველა საშუალებით ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებას, ნდობის აღდგენას, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები და აფხაზები, ისევე როგორც ქართველები და ოსები, მიუხედავად რუსეთის გამოგონილი მცდელობებისა და პროვოკაციებისა, ერთად შეძლებენ ერთიანი დემოკრატიული, ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფოს აშენებას”.
ამ საერთო ტრაგედიის მთავარი მაპროვოცირებელი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იყო
14/08/2017