გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, წიფლისა და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და, შემდგომში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
ხე-ტყის უკანონო ჭრისა და სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მისი ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა
11/08/2017