აგარაკის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

11/08/2017

ბათუმში, ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, აგარაკის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო. უახლოეს მომავალში ქუჩაზე საგზაო მონიშვნის სამუშაოები განხორციელდება. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 18 ქუჩასა და ჩიხში ჩატარდება. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 484 ათას 44 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0