ასპინძაში ფოლკლორული ფესტივალი სამცხე-ჯავახეთი 2017 „ფუძეობა“ ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო. ძეგლი საზეიმოდ, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის გუბერნატორებმა გახსნეს. ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში გადაინაცვლეს, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ სამცხე–ჯავახეთის კუთხისათის დამახასიათებელი კერძები დაეგემოვნებინათ. ფესტივალის ფარგლებში გამოფენებიც მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივების მიერ შექმნილი სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. პარალელურად, რეგიონის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მაყურებელს საკუთარი რეპერტუარიდან სხვადასხვა ნომრები წარუდგინეს. ფოკლორული ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ნიაზ დიასამიძე და 33ა მიიღებს. რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის სოციალური პროექტია (სახალხო დღესასწაული), რომლის მიზანი საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. 2017 წელს, ფესტივალი „ფუძეობა“ საქართველოს რვა რეგიონში ჩატარდება. წელს მას პროექტი “CHECK IN GEORGIA”-ც შეუერთდა. ფესტივალის პარტნიორია ასევე, „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“.
ფოლკლორული ფესტივალი სამცხე-ჯავახეთი 2017 „ფუძეობა“ გაიმართა
05/08/2017