სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
ნაბაკევის თემის სოფელ ნინუაკუთხეში 1 370 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს სამშენებლო ორგანიზაცია “ინდიკო” აწარმოებს.
მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელების გამო დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს. ადგილობრივების თქმით, პირველად ხდება, რომ აღნიშნულ უბანში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება.
ვალერი ფოცხვერიამ ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
05/08/2017