სოფელ დიდ ჯიხაიშში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და “ჯეოსპიტალსის” ერთობლივი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.
პროცესის მიმდინარეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა ადგილობრივებს თითქმის ყველა მიმართულების სამედიცინო კვლევები ჩაუტარეს. უფასო სამედიცინო გამოკვლევებზე მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
სოფელ დიდ ჯიხაიშში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა
05/08/2017