ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ზესტაფონელი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, რომლის პატრულირებას უმცროსი სერჟანტი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ზესტაფონელი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო
04/08/2017