საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალ წლებში უპრეცენდენტო რაოდენობისა და სიდიდის პროექტების განხორციელებას იწყებს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კვალიფიკაციური სპეციალისტების ნაკლებობაა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა თხოვნით მოქმედ კონტრაქტორებს, საკონსულტაციო ფირმებს , რომლებიც ახორციელებენ საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოებს , რათა მათ მუშაობის პროცესში განახორციელონ ახალი კადრების მომზადება და გადამზადება, რომლებიც შემდეგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმდებიან.
საავტომობილო გზების ინიციატივას პირველი გამოეხმაურა სს. ინსტიტუტი იგჰ და მისი პარტნიორი ავსტრიული სამშენებლო კომპანია Avenue Osteuropa GmbH, რომლებმაც აწარმოეს მოლაპარაკება ხირვატიის მთავრობასთან , რის შედეგადაც 50 ადამიანს მიეცემა საშუალება ევროპულ სამშენებლო მოედნებზე მიიღონ კვალიფიციური ცოდნა რომელსაც შემდეგ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხოეციელებისას გამოიყენებენ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული სპეციალისტები (არმატურის, ბეტონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონტაჟის სპეციალისტები) 2-3 თვით გაემგზავრებიან ხორვატიაში და გადანაწილდებიან კომპანია Avenue Osteuropa GmbH-ის სხვადასხვა სამშენებლო უბანზე, სადაც საველე პირობებში შეისწავლიან გზების, გვირაბებისა და ხიდების მშენებლობასთან, ბეტონის სამუშაოებთან და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს და გაეცნობიან ევროპულ სტანდარტებს.
სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კომპანია Avenue Osteuropa GmbH დაფარავს. შედეგად, საქართველოში დაბრუნდებიან მშენებლობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• არმატურის, ბეტონის ან რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონტაჟის სპეციალისტი
• საინჟინრო განათლება
• სპეციალობით მუშაობის გამოცდილება
• ინგლისური ენის ცოდნა
• ასაკი შეზღუდული არ არის.
მსურველები 12 აგვისტომდე უნდა დაუკავშირდნენ კომპანია Avenue Osteuropa GmbH-ის და CV-ები გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: G.Klumov@avenue-group.com.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სპეციალისტებს ხორვატიაში გადაამზადებენ
04/08/2017