სულ მალე ონის მუნიციპალიტეტს ახალი, რეაბილიტირებული სპორტული სკოლა ექნება. ამჟამად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები.შენობაში განთავსებული იქნება სპორტსმენებისთვის 7 სასტუმრო ოთახი, სავარჯიშო ოთახები, სველი წერტილები და სხვა.სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს. სამუშაო პროცესი მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემ.
ონის მუნიციპალიტეტს ახალი, რეაბილიტირებული სპორტული სკოლა ექნება
03/08/2017