სოფელ აწყურში სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
სექტემბრიდან მოსწავლეები რეაბილიტირებულ შენობაში ისწავლიან. პროექტის თანახმად მოხდა ინტერიერის და ექსტერიერის მოწყობა.
შეიცვალა კარ-ფანჯარა. შენობაში არსებული დარბაზი გაფართოვდა, მოეწყო სცენა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
შეგახსენებთ, რომ აწყურის სამუსიკო სკოლაში სარემონტო სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.
სოფელ აწყურში სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა
03/08/2017