1 იანვრიდან სასჯელის ახალი ფორმა – შინაპატიმრობა ინერგება

25/07/2017

2018 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა.
შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას;
შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი;
ზედამხედველობა განხორციელდება ელექტრონული სამაჯურების საშუალებით;
შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით;
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს სასჯელი შეიძლება შეეცვალოს შინაპატიმრობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0