2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ქუთაისში ღმრთისმშობლის ხარების ეკლესიის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად მთლიანად შეიცვლება სახურავის ბურული, ასევე წყალგამტარი სისტემა, მილები, ძაბრები და წყალშემკრავი.შეიცვლება სარკმლებში არსებული ფანჯრები,ხის მაღალი ხარისხის მასალის გამოყენებით, ნაწილობრივ შეიცვლება სახურავის შეფიცვრა.
ღმრთისმშობლის ხარების ეკლესია დგას ქ.ქუთაისში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე,აგებულია 1819-1862 წწ.-ტაძარი ბაროკულ და რომანული არქიტექტურული ელემენტებით არის დატვირთული, რითაც მდიდრულ და პომპეზურ იერს ქმნის. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაუმართავი,ზოგან კი მოშლილი საბურავი და წვიმმიმღები ელემენტები პრობლემას უქმნიდა ტაძრის კედლებს და დეკორატიულ ელემენტებს. მრავალ ადგილას შეიმჩნეოდა ნალექის ზემოქმედების შედეგად ქვების დაზიანება და გაშავება,ასევე ნესტის და ხავსის ლაქები.
შემსრულებელი:შპს “კირთხურო”
პროექტის ავტორი:კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ქუთაისში ღმრთისმშობლის ხარების ეკლესიის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
24/07/2017