პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აჭარაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

22/07/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აჭარაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სასტიპენდიო პროექტში მონაწილეობენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმის ფარგლებში, სტიპენდია აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის საფუძველზე გაიცემა და სტუდენტთა წახალისების და მოტივაციის მიზნით ხორციელდება. მიმდინარე სემესტრში, სტიპენდიას აკადემიის 13 წარჩინებული სტუდენტი იღებს.
ადმინისტრაციის უფროსისა და სტუდენტების შეხვედრისას საუბარი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს და იმ ერთობლივ პროექტებს შეეხო, რომელიც გასულ წელს განხორციელდა და რომელიც აკადემიის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრა გამართა ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც
უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა მედიის და კულტურის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა.
პროექტი მიზნად ისახავდა მედია და კულტურის საბაკალავრო პროგრამის მომზადებას და განვითარებას. პროექტის ფარგლებში ითარგმნა მედიისა და კულტურის ლიტერატურა და სახელმძღვანელოები, ჩამოყალიბდა სასწავლო პროგრამა ჩატარდა ვორქშოპები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0