ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. დამეწყრილი სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, სასოფლო გზებზე სატრანსპორტო მიმოსვლა არ არის შეფერხებული.
დაბა ჩაქვში 100 -მდე ოჯახს შეზღუდვით მიეწოდება წყალმომარაგება და გაზი, ასევე ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, 340-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ელექტრო ენერგიის შეზღუდვის გამო შეწყვეტილია წყალმომარაგება.
წინასწარი მონაცემებით სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია
21/07/2017