პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია

19/07/2017

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია.
უკრაინის პრეზიდენტს მესტიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლეს.
პეტრო პოროშენკო მარგიანების სახლ-მუზეუმს ეწვია და სვანური, ტრადიციული კოშკი დაათვალიერა.
უკრაინის პრეზიდენტს სვანეთში სახსოვრად მახშვის სკამი აჩუქეს.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრება, სადაც საინვესტიციო ფორუმში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0