ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19/07/2017

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი კახა სამხარაძე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ერთად ეცნობა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებს.ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ზ/ხვედურეთის ადმინისტრაციული შენობაში მიმდინარე ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოთახების სარემონტო-სარეაბილილატიო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 49 990 ლარი.სამუშაოებს ასრულებს შპს „ ბეგოვიჩი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0