Check In Georgia აქტიურ ფაზაში შედის

17/07/2017

საქართველოში Check In Georgia-ს პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „ბლექ სი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, „საბავშვო ევროვიზიის“ პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ, „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და „ჯეო ტურისტის“ წარმომადგენელმა ქრისტინა კობახიძემ გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაში შედის Check in Georgia-ც, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“. აღსანიშნავია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე მიმდინარეობს „ჯემ ფესტი,“ საქართველო პირველად უმასპინძლებს „საბავშვო ევროვიზიას“ და გარდა ამისა, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიმართება მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის – Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0