გიორგი ჩხეიძემ სოფელ ტიბაანში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო დაათვალიერა

07/07/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძესთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით ჯანიკაშვილთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო.
კახეთის გუბერნატორის შეფასებით ასეთი მეურნეობების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ზრუნავს თავისი წვლილი შეიტანოს მსგავსი პროექტების განხორციელებაში.
აღნიშნული საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მარცლეულის შესანახი მეურნეობა 6,000 ტონა მარცვეულის შენახვას უზრუნველყოფს.
საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. როგორც აღვნიშნეთ, მეურნეობის მფლობელი ი/მ თეიმურაზ ნასყიდაშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 490 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 აშშ დოლარი შეღავათიან აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი – საკუთარი ინვესტიცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0