შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.
გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით).
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების განახორციელებისთვის ინდოეთის ორი მოქალაქე დააკავეს
05/07/2017