საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ექლილ აჰმად ჰაქიმის შეხვდა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების მოძიების აუცილებლობას, მათ შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ე.წ. „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო კორიდორი, რომელიც გააერთიანებს ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მიმართული იქნება აღნიშნულ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდაზე.
მიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
28/06/2017