კონფერენციის ფარგლებში მთავარმა პროკურორმა შეხვედრები გამართა

28/06/2017

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად შეხვედრები გამართა პოლონეთის რესპუბლიკის, უკრაინის და ესტონეთის რესპუბლიკების გენერალური პროკურატურების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პოლონეთის მხარეს წარმოადგენდა პოლონეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე რობერტ ჰერნანდი, გენერალური პროკურატურის ბიუროს დირექტორი იაროსლავ დუში და პროკურორი გრაზინა სტრონიკოვსკა. უკრაინის მხარეს უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე დმიტრო სტოროჟუკი და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი იენინი, ხოლო ესტონეთის რესპუბლიკას – ესტონეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ლავლი პერლინგი წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების გატარების საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებისთვის გამოხატეს მზადყოფნა. ასევე, საუბარი შეეხო სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პროკურატურის როლის მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0