საქართველოს მთავარი პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე კონფერენცია თემაზე – „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული“, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰენდრიკ იან მორაალმა გახსნეს.
როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურას მიეცა შესაძლებლობა გაეცნოს მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებას, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მიიღოს ინფორმაცია უწყებისთვის საინტერესო საკითხებზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე მყოფი საქართველოს პროკურატურისთვის.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს
27/06/2017