ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას ინიციატივით ლაგოდეხის სახალხო თეატრი გასტროლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში იმყოფებოდა. დასმა ალიბეგლოს სახალხო თეატრის სცენაზე სპექტაკლი ,,ორნაირი სიყვარული“ ითამაშა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა კამბურიას თქმით, გასტროლმა ანშლაგით ჩაიარა და ადგილობრივი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და კახის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა დელეგაციამ სოფელ ალიბეგლოში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მოილოცა.
ლაგოდეხის სახალხო თეატრი გასტროლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში იმყოფებოდა
26/06/2017