ნიკოლოზ გაგუამ შეხვედრა „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“ გახსნა

26/06/2017

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მისასალმებელი მოხსენება გააკეთა სამუშაო შეხვედრაზე „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“. რომელიც სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CAREC Institute), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI) თანამშრომლობით მიმდინარეობს.
სამუშაო შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებასა და განსაზღვრას. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს: სიღარიბის დაძლევა, ინკლუზიური ზრდა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა. სამუშაო შეხვედრის შედეგად გაიზრდება ცოდნა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროსა და შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრას ესწრება 50 მონაწილე. ღონისძიება 27 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0