თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N:20-105 დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. დეპუტატებს საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
კომისიის წევრებმა დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების ნაწილს მხარი დაუჭირეს, ნაწილი კი დამატებითი შესწავლის მიზნით უახლოეს სხდომამდე გადაიდო.
საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
26/06/2017