ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23/06/2017

ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა აბაშმაძე ადგილზე გაეცნენ.
სათავე ნაგებობა, წლების წინ, წყალმოვარდნის შედეგად დაზიანდა.
მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა და არხის რეაბილიტაცია მოეხდინა.
სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდეგ ახალი სარწყავი სისტემით 450 ოჯახი ისარგებლებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0