ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად სარემონტო სამუშაოები ჰ.აბაშიძის ქ.N38-ში მიმდინარეობს, სახურავის აღდგენა უკვე დასრულდა ზ.გამსახურდიას ქ. N36-ში.
პარალელურად ხორციელდება მრავალბინიანი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. ამ დროისთვის სამონტაჟო სამუშაოები ხიმშიაშვილის №37-ში, ფიროსმანის №7-ში, აბუსერიძის №21ა-21ბ-სა და ინასირიძის №18-ში მიმდინარეობს.
აღნიშნულ ღონისძიებებს მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსი“ ახორციელებს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში.
ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
23/06/2017