გიორგი დოხტურიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროს შეხვდა

13/03/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსს, მირანგულ ლიპარტელიანს შეხვდა. ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ქვემო ქართლის მხარეში დაფიქსირებული ჯილეხის შემთხვევები, მასთან გამკლავების გზები და ის საპრევენციო ღონისძიებები განიხილეს რომლის დახმარებითაც ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგად ხელს შეუშლიან აღნიშნულ დაავადებას გავრცელებაში. საუბრისას ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ მოსახლეობისათვის სწორი, დროული ინფორმაციის მიწოდება და მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ჯილეხის გავრცელების თავიდან არიდებისა და პრევენციისთვის. შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია, კახა კობერიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0