სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

24/11/2017

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა დროულად დაიწყოს დიალოგი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუ შექმნილი იქნება პირობები უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება. ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში მხარეები მზაობას გამოხატავენ, გააძლიერონ პოლიტიკური და ეკონომოკური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის პოლიტიკასა და პროგრამებში სომხეთის ჩართულობის გაზრდით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0