საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
08/11/2021