ვერძი
ჭირვეულობისა და სიჯიუტის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ნუ განაწყენდებით თუ ყველაფერი არ გამოგივათ, მომავალში სასიამოვნო სიახლეები გელით.
კურო
მოერიდეთ ექსპერიმენტებს. დღეს ლაპარაკის ნაცვლად უნდა იმუშაოთ. გარშემო მყოფების (საყვარელი ადამიანი, ბავშვები) კონსერვატიულობამ შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ.
ტყუპი
სიახლები და უჩვეულო მოვლენები გაგიტაცებთ. კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისა და სემინარებისთვის. გაფრთხილდით, არავინ გაგიტეხოთ ინტერნეტსივრცე.
კირჩხიბი
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან. შეიძლება სირთულეები შეგექმნათ ახალი საქმეების წამოწყებისას. ჭკუის სასწავლებელი იქნება ყველა დაბრკოლება. ცვლილებები გელით გეგმებში, აზროვნებასა და ჩვევებში.
ლომი
დღეს ჭირვეული და ბუტია იქნებით. სხვა დღისთვის გადადეთ ოჯახური და მეგობრული შეხვედრები. ნუ ეცდებით ოჯახში თქვენეული წესრიგის დამყარებას. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან.
ქალწული
ახალი იდეები დაებადებათ მედიცინის, ტექნიკისა და ელექტროობის სფეროში მომუშავეებისთვის. გაუფრთხილდით საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ.
სასწორი
შეიძლება არ ასრულდეს თქვენი მოლოდინები. სავარაუდოდ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით. შეამცირეთ კონტაქტები და მხოლოდ მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორებთან იკონტაქტეთ.
მორიელი
ნუ ხართ დაკომპლექსებული და ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ.
მშვილდოსანი
იყავით სიახლეების საქმის კურსში. მოსალოდნელია შეხვედრები, ამაღელვებელი აღმოჩენები. აგრეთვე, კავშირის გაწყვეტა, უსიამოვნებები მგზავრობაში.
თხის რქა
მოერიდეთ საყიდლებს. განსაკუთრებით ინტერნეტით. ფულის დაბანდებას. სიფრთხილით მოეკიდეთ ინტერნეტმოლაპარაკებებსა და შეკეთების ონლაინ მიღებას.
მერწყული
კარგი დღეა მიმოსვლებისა და სიახლეების გასაცნობად. მეგობრები დაგეხმარებიან სულიერის სიძლიერის მოპოვებაში. ეს დღე ონლაინკონტაქტებისთვისაც კარგია. ნუ ხართ კრიტიკული საკუთარი თავისადმი.
თევზები
სიახლეები, ახალი ამბების დღეა. შეიძლება საიდუმლო ინფორმაციებიც გაიგოთ. თუმცა, ეცადეთ, ჭორი და მართალი ერთმანეთისგან გაარკვიოთ. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ.