ვერძი
კარგი დღე ელით კომერციული საქმიანობით დაკავებული ნიშნებს. ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. სხვა დღისთვის გადადეთ საყიდლები. მოერიდეთ ხალხის მასებთან ურთიერთობას.
კურო
ეცადეთ, მცირე უსიამოვნებებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. ყურადღებით მოისმინეთ გარშემო მყოფების რჩევები, პრეტენზიები. თავად კი მშვიდად და გასაგებად ისაუბრეთ.
ტყუპი
იყავით პოზიტიური და მოსიყვარულე. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან პარტნიორებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან. კარგი დღეა სამომავლო იდეების ჩამოსაწერად.
კირჩხიბი
დაკვირვებულად იმოქმედეთ, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და აუცილებლად მიაღწევთ საუკეთესო შედეგს. პირად ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. შეიძლება ძველმა ნაცნობებმა სცადონ თქვენთან ურთიერთობის აღდგენა.
ლომი
ენერგიული და აქტიური ხართ. კარგია დაწყებული საქმეების დასრულება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი, სწორად გადაანაწილეთ დრო.
ქალწული
ჰარმონიული და სამართლიანი დღეა. დიპლომატიურად მოაგვარეთ საქმეები უფროსთან, სამართალდამცველებთან. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.
სასწორი
ჰარმონიული და მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთებას. ეცადეთ, არავის აწყენინოთ სიტყვით, საქციელით.
მორიელი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ ან საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მეტი ზრუნვა გმართებთ ჯანმრთელობისადმი.
მშვილდოსანი
მოიმატებს ენერგიულობა, მიზანსწრაფულობა. კარგი დღეა მოგზაურობისა და ფიზიკური აქტიურობისთვის. დაგეგმეთ მეგობრული შეხვედრა, პაემანი. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
თხის რქა
ენერგიის მომატებას იგრძნობთ. სწორედ დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. დაბრკოლებების მიუხედავად ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს.
მერწყული
კარგი დღეა მეგობრული კავშირების აღსადგენად. შეიძლება მოულოდნელად შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. მოერიდეთ სასიყვარულო თავგადასავალს, იმედგაცრუება გელით.
თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, თანამოაზრეებთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. სასიამოვნო სიახლეები, ამბები გელით. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.